воскресенье, 18 января 2009 г.


მე მქვია გიორგი. გვარად ვარ ბაისონაშვილი. წარმოშობით ვარ კასპის რაიონიდან, სოფელ ხოვლედან, თუმცა ვსწავლობ გორის #8 საჯარო სკოლაში.
სახელი გიორგი ერქვა ჩემს დიდ პაპას, მამაჩემის პაპას. სამწუხაროდ მას ვერ მოვესწარი. სწორედ მის საპატივსაცემოდ დამარქვა მამიკომ ეს სახელი.
გიორგი ბერძნული სიტყვაა და ,, მხვნელ- მთესველს ", ,, მიწათმოქმედს " ნიშნავს. იგი მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია. ვიცი, რომ გიორგი ერქვა ქართველებისთვის და არამარტო მათთვის საყვარელ წმინდანს .

წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ცნობილია, რომ ის წმიდა ნინოს ნათესავი და დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, თვითონაც მორწმუნე, მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი ვაჟკაცი იყო.
მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედართმთავრად დანიშნა. თვითონ დიოკლიტიანეს სძულდა ქრისტიანები, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს. მეფობის ბოლოს მან ქრისტიანებს დევნა დაუწყო, იჭერდა და ხოცავდა მათ.როდესაც იმპერატორმა გაიგო,რომ გიორგიც ქრისტიანი იყო,სხვადასხვა სასჯელით, წამებით ცდილობდა მისი რჩეული მხედართმთავრის რწმენა გაეტეხა: ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, ფეხებზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ გააკრა მბრუნავ ბორბალზე, რომელშიც ბასრი რკინები ჩაეტანებინათ და ასე დაუფლითა სხეული. მერე ლურსმნებიანი რკინის სანდლები ჩააცვა და ასე ათრევინა, შემდეგ ისე აცემინა მათრახებით, რომ მოწამის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მერე ისევ საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა გიორგი ვერ შეარყია ვერანაირმა წამებამ. ქრისტეს ძალით გიორგი ყველას თვალწინ ახდენდა სასწაულებს. აღადგინა საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანიც. საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას. წმიდა გიორგის რწმენისა და ვაჟკაცობის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე.
303 წლის (23 აპრილს) 6 მაისს, პარასკევ დღეს ის მახვილით მოკლეს.

წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

გიორგი სააკაძე

გიორგი საქართველოში ძალზე გავრცელებული სახელია, რომელსაც ბევრი ქართველი მეფე ატარებდა. მრავალი გამოჩენილი ადამიანის სახელია გიორგი: გიორგი სააკაძე, გიორგიმერჩულე, გიორგი ჭალადიდელი, გიორგი ლეონიძე, გიორგი შატბერაშვილი, გიორგი ცაბაძე, გიორგი გეგეჭკორი და სხვები.

მე ბედნიერი და ამაყი ვარ ასეთ სახელს რომ ვატარებ.ვეცდები, მეც ღირსეული ქართველი ვიყო.